სამტრედიაში ერთ ერთი საჯარო სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს. მიზეზი მისი პოლიტიკური მხედველობაა უფრო სწორად ივანიშვილის პარტიის მიმართ კეთილგანწყობა. ბოლო პერიოდში ქალაქში მსგავსი ინფორმაციები ხშირად ვრცელდება. საქმეც იმაშია, რომ ყველა საჯარო სამსაახურში მოღვაწე ადამიანს ეკრძალება ივანიშვილის სახელის ხსენებაც კი.
ცნობილი ხდება მე–3 სკოლაში საფინანსოს შესვლის მიზეზიც, სადაც საბუთების შემოწმება და შესწავლა მიმდინარეობს. მიზეზი ისევ ბიძინა ივანიშვილია. სკოლას წლების განმავლობაში ბიზნესმენი აფინანსებდა. მასწავლებლებიც განსხვავებით სხვა სკოლებისგან შედარებით მაღალ ხელფასს იღებდნენ. თავიდან ყველაფერი მშვენივრად იყო, თუმცა მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით სკოლის დირექტორს გათავისუფლება ემუქრება, არაა გამორიცხული მას რამოდენიმე მასწავლებელიც მიჰყვეს. როგორც ცნობილია ერთ ერთი მათგანი ივანიშვილის მეუღლის ნათესავიცაა. ასევე საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს სკოლის დირექტორის შვილებს ივანიშვილთან. როგორც კულუარებში ამბობენ, ისინი არაერთხელ შეამჩნიეს ტელევიზორით ბიზნესმენის გარემოცვაში.
პოლიტიკური ტერორი ადამიანების მიმართ ეს საყოველთად ცნობილი ფაქტია, თუმცა ბოლო პერიოდში მან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განსაკუთრებით მასიური ხასიათი მიიღო. არც სამტრედიაა ამ მხრივ გამონაკლისი.

რამდენიმე დღის წინ შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი ერთ–ერთ რეგიონულ გაზეთს, კერძოდ ,,სამტრედიის მაცნეს”. ალბათ ვისაც აქვს მისი წაკითხვის შესაძლებლობა აუცილებალდ მიხვდება, რომ საქმე უნიჭო და უმსგავსო პერიოდულ გამოცემასთან გვაქვს სადაც მოღვაწე ჟურნალისტებს პროფესიონალობა ნამდვილად აკლიათ. მესმის როცა ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული, თუმცა როცა წერის ამბიცია გაქვს საქმის კეთების თავიც უნდა გქონდეს.





კრეატიული აზროვნებით გამსჭვალული ადამიანების მიერ შექმნილ ამ კრეატიულ საახალწო ხეს ყველაზე უთავმოყვარო ადამიანიც არ დაიდგამდა ეზოში. კონსტრუქცია იმდენად საინტერესოდაა შექმნილი ეჭვი შეგეპარება ამ საოცნებო ხის კონსტრუქტორის თვალთახედვაში.